Image

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფებზე რეაგირების გუნდების სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის ფარგლებში, იაღლუჯის მთის ფერდობზე სიმულაციური სწავლება მოეწყო.

ღონისძიებაში წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლები და მოხალისეები, ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტის, ავსტრიისა და დანიის წითელი ჯვრის, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილეები: დავით კეკელიძე, გოჩა ლორია, ბესიკ ტოგონიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფებზე რეაგირების გუნდების სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეების მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესების, საზოგადოებისა და შესაბამისი სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შემუშავდა.

2018-10-11

ნავიგაცია