Image

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ფილიალ ,,ნაკადულში’’, კონკურსის ,,იკითხე და გაიმარჯვე’’ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კონკურსის 12 ფინალისტი, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპეციალური სიგელებითა და წიგნებით დააჯილდოეს.

რუსთავის ,,საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ორგანიზებით, კონკურსი ,,იკითხე და გაიმარჯვე“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის, უკვე მეექვსედ გაიმართა. 
კონკურსის მიზანს სკოლის მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და კითხვის უნარის გაუმჯობესება წარმოადგენს

2018-10-11

ნავიგაცია