Image

18 იანვარს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ელზა ლეკვეიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ ქალთა დაწესებულებას ესტუმრნენ. მათ მსჯავრდებული ქალბატონები მოინახულეს, დამდეგი ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები მიუტანეს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის ფარგლებში, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით შექმნილ გარემოს გაეცნენ.
ქვემო ქართლის გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარე, სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, მსჯავრდებულთა მონაწილეობით, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გამართული სპექტაკლის - „ჩემი მძევალი ანგელოზების“ ვიდეო ჩვენებასაც დაესწრნენ

2016-01-20

ნავიგაცია