Image

რუსთავში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერების დალუქვის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ბუნკერები ყველა მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში გაუქმდა და დაილუქა.

ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას დავალებით, სამუშაოებს ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლები რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდნენ. ,,რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორის გიორგი გოროზიას განცხადებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერები, ჯამში 249 მრავალსართულიანი კორპუსის 1043 სადარბაზოში დაილუქა. საცხოვრებელი შენობების მიმდებარედ კი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემკრები 420 ურნა განთავსდა.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერების გაუქმება-დალუქვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი. 
დალუქვის სამუშაოების დაწყებამდე, ცენტრის სპეციალისტები ბუნკერების სადერატიზაციო ღონისძიებებს ახორციელებდნენ, რაც მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავებას მოიცავს.

2018-11-05

ნავიგაცია