Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, №7 საჯარო სკოლაში რუსთავის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე მე-7 სკოლის მოსწავლეებმა რუსთავის ისტორია სკოლის ეზოში, ერთ სივრცეში გააცოცხლეს. წარმოდგენილი იყო რუსთავის ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღები და იმ ადამიანთა ღვაწლი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალაქის აღმშენებლობაში.

ღონისძიებას რუსთავის საპატიო მოქალაქეეები, პედაგოგები, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2018-11-06

ნავიგაცია