Image

რუსთაველ მხატვართა გაერთიანება ,,გამას’’ ინიციატივით და ორგანიზებით რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, მხატვარ დავით ფიცხელაურის პერსონალური, საქველმოქმედო გამოფენა „ მზესთან მოთამაშე“ გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ, გამოფენაზე წარმოდგენილი მხატვრის 70-ამდე ფერწერული ნამუშევარი ადგილზე შეეძინათ და საქველმოქმედო აქციაში მიიეღოთ მონაწილეობა.

დავით ფიცხელაურის საქველმოქმედო გამოფენას, ძველი რუსთავის სახელობის მაჟორიტარი დეპუტატი რუსთავის საკრებულოში, გიორგი ტუხაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე, გოჩა ლორია და ქვემო ქართილის მხარის გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე შეუერთდნენ.

საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა, სრულად მარიამ ბოქოლიშვილის მკურნალობისთვის გადაირიცხება.

2018-11-06

ნავიგაცია