Image

რუსთავში, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსის’’ ბაზაზე CISCO-ს ქსელური აკადემია გაიხსნა.

აკადემიის გახსნას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, მერის მოადგილე გოჩა ლორია, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა“ და პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პარტნიორები ესწრებოდნენ.

აკადემია დისტანციურ სწავლებას, ინტერაქტიულ საშუალებებს და პრაქტიკულ სამუშაოებს უზრუნველყოფს, რის საფუძველზეც სტუდენტები საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, მაღალპროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მიიღებენ.

პროექტი „ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში“, აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაცემული გრანტის მეშვეობით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი II კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ცხრა რეგიონულ პროფესიულ კოლეჯში CISCO-ს საერთაშორისო აკადემიების დაფუძნებასა და მათ ინტეგრაციას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან. 
პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ერთიანი IT საგანმანათლებლო ქსელის შექმნა იგეგმება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება IT პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებული ყველა სასწავლო რესურსით, მათ შორის სასწავლო მასალები, გზამკვლევებით, ტესტებით და პრაქტიკული დავალებებით.

CISCO-ს ქსელური აკადემია ინოვაციური საერთაშორისო სასწავლო პროგრამაა, რომელიც კომპიუტერული ქსელების დაპროექტებას, აგებასა და უზრუნველყოფას ასწავლის. 
საერთაშორისო აკადემია წარმატებით მუშაობს მსოფლიოს 165 ქვეყანაში. 
პროექტი მილიონამდე სტუდენტს და 20 ათას სერტიფიცირებულ ინსტრუქტორს აერთიანებს.

2018-11-08

ნავიგაცია