Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ლიეტუვას ქალაქ პანევეჟისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას მერის მოადგილეები გოჩა ლორია, ბესიკ ტოგონიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები დაესწრნენ.

ირაკლი ტაბაღუამ და დამეგობრებული ქალაქის დელეგაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. 
ქალაქის მერმა სტუმრებს რუსთავში უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.
სტუმრებმა შეხვედრაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს რუსთავის მერიის სტრუქტურისა და სამსახურების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ.

მოგვიანებით, პანევეჟისის თვითმმართველობის წარმომადგენლები რუსთავის #1 საბავშვო ბაღს ეწვივნენ და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადასცეს.
სტუმრები სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ და ბავშვების მონაწილეობით მცირე კონცერტსაც დაესწრნენ.

2018-11-08

ნავიგაცია