Image

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში რუსთავში, საავტომობილო ნიშნების, საგზაო მონიშვნების და ქვეითთა გადასასვლელების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ქვეითთა გადასასვლელის დახაზვა უკვე დასრულებულია დიდების ხეივნის მიმდებარედ, ცურტაველის ქუჩაზე. თბილისის ქუჩაზე, კი მოსამზადებელი სამუშაოებია დაწყებული, საგზაო ნიშნულების გასაკეთებლად.

პროექტი, საგზაო ინფრასტრუქტურის ამ კუთხით მოწესრიგებას, რუსთავის შემოსასვლელიდან ცენტრალურ მოედნამდე მიმავალ გზაზე, ასევე თბილისის, ცურტაველისა და ლომოურის ქუჩებზეც ითვალისწინებს. 
სამუშაოების ფარგლებშივე დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნებიც.

პროექტისთვის 1 მლნ 135 000 ლარი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო. 
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზაჯვარედინი’’ ახორციელებს და დეკემბერში უნდა დასრულდეს.

2018-11-09

ნავიგაცია