Image

რუსთავის ისტორიული მუზეუმი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ გამოფენას ,,ილია - ევროპელი“ მასპინძლობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ილია ჭავჭავაძის ხელნაწერები ევროპული პოლიტიკის შესახებ - მწერლის მიმოწერა ევროპელ მეგობრებთან, მისი პირადი წერილები და უბის წიგნაკის ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს მისი შეფასებები ევროპაში მიმდინარე თანამედროვე თუ ისტორიულ პროცესებთან დაკავშირებით.

ღონისძიებას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები : ზვიად დოლიძე და ამირან ჯანჯღავა, აგრეთვე ქვემო ქართლის გუბერნატორი მოადგილე, ზვიად ჭუნაშვილი ესწრებოდნენ.

გამოფენა ,,ილია -ევროპელი“ თვის ბოლომდე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტოვობები და ლექცია-სემინარებია დაგეგმილი.

2018-11-09

ნავიგაცია