ცხოვრობ, მუშაობ, სწავლობ რუსთავში?
ამჩნევ,რომ უამრავი პრობლემაა ქალაქში და თვლი, რომ შეგიძლია რაღაც შეცვალო უკეთესობისკენ?
მაშინ, ეს პროექტი შენთვისაა!!!

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორობით, 16-17 დეკემბერს, დაგეგმილია პროექტის - "ურბანული თამაშების ჰაკათონის" განხორციელება.
პროექტის მიზანია, თანამონაწილეობრივი ურბანული პოლიტიკის დამკვიდრების პროცესში, ინოვაციური მიდგომების წახალისება, რისთვისაც რუსთავსა და თბილისში ჰაკათონი მოეწყობა.
პროქტში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი აპლიკაციის შევსებისა (https://goo.gl/PZh96j) და განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ რუსთავში და დაინტერესებული არიან ურბანული პოლიტიკით ან ტექნოლოგიებით. 
პროექტის ფარგლებში, ყველა დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება, შექმნას სამაგიდო თამაში, მობილური ან კომპიუტერული აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც რუსთაველებს გაუადვილდებათ ქალაქის მართვის პროცესში თანამონაწილეობა.
პროექტის ყველა მონაწილეს, საშუალება ექნება მოუსმინოს პროფესიონალების საინტერესო მოხსენებებს, რაც იდეების გენერირებასა და დახვეწაში დაეხმარებათ.
ჰაკათონზე გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან.
რეგისტრაციის ბოლო ვადა:5 დეკემბერი.

2018-11-15

ნავიგაცია