Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის ამირან ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, №23-ე სხდომა გამართა

კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე, კერძოდ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის 2018 წლის 1 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

საკითხი სხდომაზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლოვამ წარმოადგინა.

როგორც მომხსენებელმა, ნინო ნიკოლავამ განაცხადა, ცვლილება განპირობებულია სტრუქტურული ერთეულის მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნისთვის და სამუშაოს ეფექტიანი მართვისთვის, რომელიც არ იწვევს მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა რაოდენობის და შრომის ანაზღაურების ფონდის ცვლილებას.

საკითხი კომისიის წევრების გადაწყვეტილებით სრულყოფილად იქნა მიჩნეული და შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

2018-12-04

ნავიგაცია