Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საკრებულოს დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა ძირითადი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე დეპუტატებმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის 2018 წლის 1 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

საკითხი სხდომაზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლოვამ წარმოადგინა.

როგორც მომხსენებელმა, ნინო ნიკოლავამ განაცხადა, ცვლილება განპირობებულია სტრუქტურული ერთეულის მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნისთვის და სამუშაოს ეფექტიანი მართვისთვის, რომელიც არ იწვევს მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა რაოდენობის და შრომის ანაზღაურების ფონდის ცვლილებას.

საკრებულოს სხდომის ფარგლებში დეპუტატებმა, აგრეთვე განიხილეს და იმსჯელეს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული-დრამატული თეატრის, რუსთავის ისტორიული მუზეუმის,ა საბავშო ბაგა-ბაღების გაერთიანების 2018 წლის პროგრამებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი ცხრავე საკითხი დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანმა სხდომა დახურულად გამოაცხადა.

2018-12-05

ნავიგაცია