Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის, გურამ ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფრაქციის სხდომა გაიმართა. 

ფრაქციის წევრებმა და მოწვეულმა პირებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე, კერძოდ რუსთავში, საბინაო სექტორში არსებული ლიფტების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლისა და ამ კუთხით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 2019 წელს დასახულ გეგმებზე იმსჯელეს.

სხდომას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მალხაზ კომლაძე, ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელი ზვიად ლაბაძე და საზოგადოება „რუსთაველები-კეთილი ადამიანების“ წევრები ესწრებოდნენ.

2018-12-06

ნავიგაცია