Image

რუსთავის შშმ პირთა ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მერის მოადგილე გოჩა ლორია, გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა შშმ პირთა ცენტრის აღსაზრდელებს, მათი უფლებების დაცვის დღე მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და მუსიკალურ სპექტაკლს ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა’’ დაესწრნენ.

ცენტრში ინკლუზიურ განათლებას იღებს და თერაპიულ კურსს ამჟამად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 164 ბენეფიციარი გადის. 
ცენტრს მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 3 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით,1992 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შშმ პირთა უფლებების შესახებ, მათი ღირსების დაცვასა და მხარდაჭერას.

2018-12-06

ნავიგაცია