Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალურ საკითხთა კომისიამ, კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელის ხემძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა რუსთავის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების ხელმძღვანელს ნინო ქვირიას მოუსმინეს.
მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2019 წელს სოციალურ პროგრამებში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომას, მოწვეულ პირებთან ერთად საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მალხაზ კომლაძე ესწრებოდა.

2018-12-07

ნავიგაცია