Image

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მუნიციპალურ თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს ქრისტეშობა მიულოცა, სადღესასწაულო ტორტი მიართვა და საჩუქრები გადასცა.

ქალაქის მერთან ერთად, ,,ქსენონის’’ მცხოვრებლებს ტრადიციულად, პირადად მიულოცეს რუსთველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ (გამრეკელი), ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, ქალაქის საკრებულოს წევრებმა და სადღესასწაულო ტრაპეზსაც დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოხუცთა სახლის ეზოში აღმართული ჯვრის კურთხევის ცერემონიასაც დაესწრნენ.

ქრისტეშობის ,,ქსენონში“ აღნიშვნის ტრადიციას, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, ყოველ შობას, რუსთავის ეპისკოპოსი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, დღესასწაულს პირადად ულოცავენ მოხუცთა სახლში მცხოვრებ ხანდაზმულებს.

დღესვე, რუსთავის მერი საქართველოს კარიტასის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრს ეწვია. ირაკლი ტაბაღუამ ცენტრის აღსაზრდელებს შობის დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა.

2019-01-08

ნავიგაცია