Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საფინანსო - საბიუჯეტო კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, რიგით N26-ე კომისიის სხდომა გამართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.

კომისიის წევრებს დაგეგმილი ცვლილებები, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა, გააცნო.

როგორც ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება განხორციელდა. გაიზარდა შემოსულობების გეგმა გრანტების ნაწილში. ტრანსფერით გათვალისწინებულია 4 716.0 ათაი ლარი - გზებისა და ტროტუარების შეკეთებისთვის და 1 733.6 ათასი ლარი - საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის.

აღნიშნული საკითხი კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით შემდგომი განხილვისთვის, საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

2019-01-08

ნავიგაცია