Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, მეექვსე მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. 

საკრებულოს დეპუტატებმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრეს. დაგეგმილი ცვლილებები, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა, გააცნო. 

როგორც ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება განხორციელდა. გაიზარდა შემოსულობების გეგმა გრანტების ნაწილში. ტრანსფერით გათვალისწინებულია 4 716.0 ათაი ლარი - გზებისა და ტროტუარების შეკეთებისთვის და 1 733.6 ათასი ლარი - საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის.

დეპუტატებმა ასევე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.

წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა ,დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე , ორი ძირითადი საკითხი განიხილეს. ორივე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანმა სხდომა დახურულად გამოაცხადა. 

2019-01-08

ნავიგაცია