Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამოქალაქო აქტივისტებს და სტუდენტებს საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვდა.

სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე გაზრდილი მგზავრობის საფასურის შესამცირებლად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს.

კომპანიის მიმართ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, კერძოდ სამგზავრო ტარიფის გაზრდის საკითხზე, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის განცხადებით, წარმომადგენლობით ორგანოში აქტიური მუშაობა და მსჯელობა მიმდინარეობს. ტარიფის ფორმირების საკითხს საკრებულოში მოქმედი ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ ხუთშაბათს, 10 იანვარს, 12 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამრთულ სხდომაზე განიხილავს.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, 10 იანვარს, ჩანიშნულ ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, სამოქალაქო აქტივისტები და კომპანია ,,ინტერტრანსის" წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

2019-01-08

ნავიგაცია