Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა კლინიკა ,,რუსთავის’’, ცენტრალური და ბავშვთა საავადმყოფოების ხელმძღვანელებს შეხვდა და ბოლო პერიოდში გავრცელებულ ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ქალაქის მერთან ერთად, გრიპის ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია, მერის მოადგილე გოჩა ლორიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით იშხნელმა და ,,რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის" დირექტორმა, დავით ბეგაშვილმა მოისმინეს. 

როგორც კლინიკებში აცხადებენ, ბოლო დღეებში, პაციენტთა მიმართვიანობა შემცირდა, თუმცა სტაციონარებში ყველა საჭირო მედიკამენტის მარაგი არსებობს.

ამ დრომდე, რუსთავში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა შორის არცერთი გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

2019-01-09

ნავიგაცია