Image

ირაკლი ტაბაღუამ, რუსთაველ სტუდენტებსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავიდან თბილისში მატარებლით იმგზავრა.

რუსთავის მერი ახალგაზრდებს გაესაუბრა და მოისმინა მოსაზრებები, თუ რამდენად მისაღებია მათთვის, დედაქალაქის მიმართულებით მატარებლით გადაადგილება.

ქალაქის მერთან ერთად, რუსთავი-თბილისის მატარებლით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან ჯანჯღავამაც იმგზავრეს.

ბოლო პერიოდში, რუსთავში, აქტუალური გახდა დაბალფასიანი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის საკითხი. ამ კუთხით კი, ერთ-ერთ ალტერნატივად სწორედ სარკინიგზო მიმოსვლა განიხილება.

რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით, ყოველდღიურად, 17 ათასზე მეტი მგზავრი მიემართება. იმისთვის, რომ მოქალაქეებს, რომელთა შორის არიან სტუდენტები, ჰქონდეთ გადაადგილების ალტერნატიული საშუალება, ჯერ კიდევ გასული წლის მარტში, რუსთავის მერმა, რკინიგზის სადგურის კეთილმოწყობისა და რუსთავი-გარდაბნის მატარებლის განრიგის გადახედვის წინადადებით საქართველოს რკინიგზას მიმართა.

მერია მზადაა, შეიმუშავოს ასევე სოციალური პაკეტი, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს რუსთავის რკინიგზის სადგურამდე, უფასოდ მოემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ახალგაზრდების მგზავრობის ხარჯს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

2019-01-12

ნავიგაცია