Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მალხაზ კომლაძის ხელმძღვანელობით, ფრაქციის სხდომა გაიმართა. 
ფრაქციის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა, გიგა ჯღარკავამ და ზვიად დოლიძემ, ფრაქციის წევრებს, 2019 წლის სამოქმედო გეგმა და ამოცანები გააცნეს. შეხვედრაზე, ქალაქში არსებული პრობლემების და საჭიროებების ადგილზე შესწავლის მიზნით დაიგეგმა მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები. 
სხდომას მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი ესწრებოდა. მისი განცხადებით, 2019 წელს ფრაქცია აქტიურად ითანამშრომლებს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების ხელმძღვანელობასთან და ერთობლივად გადაჭრიან ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს. 

2019-02-07

ნავიგაცია