Image

ბელგრადში, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ნინო ქავთარაძემ, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში, მიიღო მონაწილეობა.

როგორც კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრი, ნინო ქავთარაძე აცხადებს, სხდომის მონაწილეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხს შორის, ევროპის ოთხი ქვეყნის, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მონიტორინგის შედეგები განიხილეს და წევრ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებზე, ასევე ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს.

ბელგრადში, საქართველოს დელეგაცია, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, თამარ ტალიაშვილის და ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონთა პალატების წარმომადგენლის, ბექა დავითულიანის შემადგენლობითი არის წარდგენილი.

 

2019-02-08

ნავიგაცია