Image

რუსთავის მერიაში ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის’’ პირველი სხდომა გაიმართა.

კომისიას რუსთავის მერის მოადგილე, გოჩა ლორია ხელმძღვანელობს, ხოლო მის შემადგენლობაში საკრებულოს წევრები, არასამთავრობო სექტორის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მედიის წარმომადგენლები შედიან.

შეხვედრის მონაწილეებმა კომისიის ფუნქციები და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შემუშავებული ის სამართლებრივი აქტები განიხილეს, რომელთა მიხედვითაც, დროებითი საცხოვრისის ბენეფიციარებს შეარჩევენ.

52 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისი, რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში  მოეწყო.

შენობის რეაბილიტაცია, 824 439 ლარით ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, საცხოვრისის მოწყობის პროექტი, რუსთავის მერიამ პირველად განახორციელა.

2019-02-08

ნავიგაცია