Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს სპორტისა და ფიზიკური კულტურის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე რუსთავში არსებულ 6 საჯარო სკოლაში მინი სპორტული დარბაზების მოწყობის შესახებ ისაუბრეს.
როგორც სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ბონდო მამულაშვილმა განაცხადა, პირველ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით, №6, №7, №11, №17, №21 და №23 სკოლები შეირჩა, სადაც მინი სპორტული დარბაზების მოწყობა და მათი შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა იგეგმება.
მისივე თქმით, საპილოტე სკოლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ორ ოთახს, სადაც ტანვარჯიშის და ტენისის კაბინეტები მოეწყობა.
დღევანდელ შეხვედრას რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ხეჩიკაშვილი და პროექტის პირველ ეტაპზე ჩართული სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.
პროექტის განსახორციელებლად შესაბამისი პროცედურების შესახებ სკოლის დირექტორებს ინფორმაცია მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მოადგილე, მამუკა მამაიაშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზურაბ ტაბაღუამ მიაწოდეს.
პროექტი, რომლის ინიციატორი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმღვანელი ბონდო მამულაშვილია, სკოლის ასაკის მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, სწორი ფიზიკური განვითარების ხელშეწყობას და ხერხემლის დაავადებების პრევენციას ისახავს მიზნად.

2019-02-11

ნავიგაცია