Image

სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში'', საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფორუმი გაიმართა. 
ფორუმს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი, რეგიონების გუბერნატორები და თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. 
წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა ორგანიზაციის საქმიანობა შეაჯამეს, ისაუბრეს ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე. 
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქმიანობას საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით ახორციელებს. ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებებია: კატასტროფების მართვა, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე სოციალური მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში, ,,ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრების“ ბაზაზე შექმნილია სპეციალური ჯგუფები და ხორციელდება ბენეფიციართა უნარ-ჩვევების განვითარება.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით აქვს 38 ფილიალი, ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის 26 ცენტრი და პირველადი ჯანდაცვის ოთხი კაბინეტი, ასევე, პირველი დახმარებისა და ფსიქოსოციალური დახმარების ქსელები, კატასტროფებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ჯგუფები 21 მუნიციპალიტეტში. 
ორგანიზაციის ფილიალები 3,700 აქტიურ მოხალისეს აერთიანებს, ხოლო ბენეფიციართა საერთო რაოდენობა 70 000- ს აღემატება.

2019-02-13

ნავიგაცია