Image

რუსთავის ფოლადის სტადიონზე, სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს 1999-2000 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ახალგაზრდული კლუბები - რუსთავის „რუსთავი“ და მარნეულის „ალგეთი“ დაუპირისპირდნენ. „რუსთავმა“ მეტოქესთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მატჩი საბოლოო ანგარიშით 4-0 დაასრულა.

ტურნირის ფინალურ შეხვედრას გულშემატკვირებთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ. 

მატჩის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული გუნდები თასებით, ოქროს მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

რუსთავის „რუსთავი“ ცოტა ხნის წინ თბილისის მერიის თასის მფლობელიც გახდა. ახალგაზრდულმა გუნდმა (2001-2002 წწ). თენგიზ სულაქველიძის აკადემია ანგარიშით - 3-1 დაამარცხა.

2016-06-20

ნავიგაცია