Image

რუსთავის მერიაში დღეს, ა(ი)იპ „ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრისა" და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, იმ პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაც რუსთაველი ახალგაზარდების მხარდასაჭერად უახლოეს მომავალში დაიწყება.

დაგეგმილი აქტივობების შესახებ ვრცლად „ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიგა ჯღარკავამ  ისაუბრა.

ერთ–ერთი პროექტი ადგილობრივ სამკერვალო საწარმოში 240 რუსთაველი ახალგაზრდის გადამზადება–სერტიფიცირებას ითვალისწინებს. სამკერვალო საქმის შესწავლის შემდეგ,  ახალგაზრდების ნაწილი  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ საწარმოში დასაქმდება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს, 200 რუსთაველი ახალგაზრდის, მათ შორის სოციალურად დაუცველი და წარჩინებული სტუდენტების საზაფხულო ბანაკში დასვენებას  უკავშირდება. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაისვენონ საკურორტო ზონაში და მიიღონ არაფორმალური განათლება. აღნიშნული პროექტი ერთ თვეს გასტანს და ოთხ ნაკადად განხორციელდება.

პროექტებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი"   განახორციელებს.

2016-07-05

ნავიგაცია