Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.

საკრებულოს პირველი პირები აშშ-ში, კერძოდ ოჰაიოს შტატში, 3 ივლისს, ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტთან (Ohio Northern University) არსებული დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორის, ჰოვარდ ნ. ფენტონის მიწვევით გაემგზავრნენ.

4 ივლისს, დავით მაღლაკელიძე და ნინო ლომიძე ქალაქ კლივლენდში, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ. 5 ივლისს, წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი პირები, ამავე შტატში მდებარე საუნივერსიტეტო ქალაქ ადას საკრებულოს სხდომას დაესწრნენ და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

6 ივლისს ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც  მხარეებმა მუნიციპალიტეტებს შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებაზე, ბიუჯეტის ფორმირება/დამტკიცების მეთოდებსა და მოსახლეობასთან ურთიერთობის მექანიზმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ქალაქ ადას მერი დევიდ რეტერერი, საკრებულოს თავმჯდომარე ჯეფ ოსტრიჰი, საკრებულოს ორი დეპუტატი, პოლიციის მთავარი ოფიცერი და ჰოვარდ ნ. ფენტონი ესწრებოდნენ.

7 ივლისს, დელეგაციის წევრები, შტატის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ლაიმას ესტუმრნენ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს მანსპინძლობა ქალაქის მერმა დევიდ ბერგერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვა ოფიციალურმა პირება გაუწიეს. სტუმრებმა ქალაქის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს და მიმდინარე  პროექტებს გაეცნენ. გაიმართა ოფიციალური შეხვედრაც, სადაც მხარეებმა ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მართვასთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარეს, ასევე იმსჯელეს ორ ქალაქს შორის დამეგობრებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმის გაფორმებაზე.


2016-07-10

ნავიგაცია