Image

რუსთავის #24 საჯარო სკოლაში, 2014-2015 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს წევრები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ. 
2015 წელს, ქალაქის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლა წარჩინებით 57-მა რუსთაველმა ახალგაზრდამ დაამთავრა. აქედან 39-ს ოქროს, ხოლო 18-ს ვერცხლის მედალი დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს

2016-01-26

ნავიგაცია