Image

რუსთავის მერიის ორგანიზებით, ,,რუსთავქალაქობა 2016“-ის ფარგლებში, დღეს   ეკონომიკური ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჯიქიამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ  გახსნეს.

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს წევრებმა, ადგილობრივი ბიზნესექტორის წარმომადგენლებმა  და რუსთავთან დამეგობრებული ქალაქების:  პანევეჟისის, აკმეს, პლოცკის, ხმელნიცკის, კაუაიანისა და ივანო-ფრანკოვოს დელეგაციების წევრებმა მიიღეს.

ფორუმის მონაწილეებს, ლიტვის ქალაქ პანევეჟისის წარმომადგენლებმა   ადგილობრივი სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოცდილება გაუზიარეს, ქალაქ  ხმელნიცკის ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა ვლადიმერ ბროვკომ კი რუსთაველ ბიზნესმენებს,  ხმელნიცკის ადგილობრივი ბიზნესის მიღწევები გააცნო.  თავის მხრივ პრეზენტაცია თემაზე -  ,,ქალაქ რუსთავის საინვესტიციო გარემო“,  სტუმრებს რუსთავის მერიის საფინასო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან კავთიაშვილმა წარუდგინა.

რუსთავის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ქალაქ პანევეჟისის წარმომადგენლებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

დღესვე, ფორუმის მონაწილეები,  ,,საერთაშორისო სკაუტურ ცენტრ რუსთავს“ და სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში’’ ფარგლებში გახსნილ საწარმოებს – ,,ჯი არ სი“-სა  და ,,ეი ჯი ტელეკომს“  ესტუმრნენ.  მოგვიანებით სტუმრები რუსთავის იუსტიციის სახლისა და შსს მომსახურების სააგენტოს სერვისებს  გაეცნენ.

 

2016-09-16

ნავიგაცია