Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა აქციაში - ,,გაიღე სისხლი - აჩუქე სიცოცხლე" მიიღეს მონაწილეობა. აქციის ფარგლებში, თანამშრომლებთან ერთად, სისხლი საკრებულოს წევრებმაც გაიღეს. სისხლის ჩაბარების აქცია ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამცენიერო კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, რუსთავის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით მოეწყო. უანგარო დონაციის აქცია - ,,გაიღე სისხლი - აჩუქე სიცოცხლე"" ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულად იმართება და საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად. მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიება რუსთავის მერიაში გასულ წელსაც მოეწყო და მასში მონაწილეობა თითქმის ყველა თანამშრომელმა მიიღო.

 

2016-03-04

ნავიგაცია