Image

რუსთაველი მხატვარის გია ჭიჭიაშვილის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში მისი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე მხატვრის 40 ნამუშევარია წარმოდგენილი.

ღონისძიებას სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

საიუბილეო გამოფენა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’ და მხატვართა გაერთიანება ,,გამა’’-ს ორგანიზებით მოეწყო და 26 ოქტომბრამდე გასტანს.

2016-10-21

ნავიგაცია