Image

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რუსთაველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ფერწერის, გრაფიკის, გამოყენებითი ხელოვნებისა და ქანდაკების მიმართულებით შექმნილი 30 რუსთაველი მხატვრის 100-მდე ნამუშავარი იყო წარმოდგენილი. 

ღონისძიებას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე, მხატვრები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გამოფენა, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის "სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის". რუსთაველ მხატვართა გაერთიანება „გამასა“ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით მოეწყო, 8 ნოემბრამდე გასტანს.

 

2016-11-04

ნავიგაცია