Image

 

საფეხბურთო კლუბ რუსთავის „რუსთავმა“ პირველი ლიგის ბოლო ტურში გამაჯვება მოიპოვა, რითაც  PRO ლიგა-2 ში თამაშის უფლება მოიპოვა.  „რუსთავმა“ დღეს, ხობის „კოლხეთს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და ანგარიშით 8:0 დაამარცხა.

„რუსთავმა“ სატურნინო ცხრილში 32 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და PRO ლიგა-2 ში გადაინაცვლა. პრო-2-ში წარმატების შემთხვევაში, რუსთავის საფეხბურთო კლუბი ასპარეზობის გაგრძელებას უმაღლეს ლიგაში შეძლებს.

დღევანდელ მატჩზე რუსთაველ ფეხბურთელებს ქალაქის მერმა უქომაგა. დავით ჯიქია რუსთავის სტადიონზე გამართულ მატჩს საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო.

დავით ჯიქიამ მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებები უსურვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საუკეთესო მოთამაშეებს საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 

2016-11-25

ნავიგაცია