Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მერაბ სულაბერიძე, ფრაქციის წევრები და საკრებულოს უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები დღეს, მე-20 მიკრო რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.

მე–20 მიკრო რაიონის N1 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოები, რომელიც მოსახლეობის თხოვნით დაიწყო, 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მოსახლეობის თხოვნითვე, მე-20 მიკრო რაიონის ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენის დაზიანებულ ქსელსაც, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების სარდაფების დატბორვას იწვევდა და მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. რუსთავის მუნიციპალიტეტისა და კომპანია „რუსთავის წყალის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, წყალსადენის 100 მეტრ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მილით შეიცვალა.

საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები ადგილობრივ მცხოვრებლებსაც გაესაუბრნენ და მათი მოსაზრებები მოისმინეს. როგორ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მერაბ სულაბერიძემ განაცხადა, ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ადგილზე დათვალიერება და მოსახლეობასთან შეხვედრა აქტიურად გაგრძელდება მომავალშიც.

2016-12-07

ნავიგაცია