Image

რუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ დღეს, ქალაქის  2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტზე იმსჯელა. პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ საკრებულოს მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ხელახლა წარუდგინა, კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა გააცნო. კორექტირებულ ვარიანტში ბიუჯეტის ასიგნებები ადგილობრივი შემოსავლების ხარჯზე 34 მლნ. 374 ათასი ლარითაა გასაზღვრული. თავდაპირველ მონაცემებთან შედარებით, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მნიშვნელოვნადაა შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ ინფრასტრუქტურა და სოციალური დაცვის სფერო რჩება, ამასთან, მასში აისახა საკრებულოს მიერ წარდგენილი შენიშვნების ნაწილი. კერძოდ, მომავალი წლიდან საკრებულოს მიერ ინიცირებული ერთი ახალი სოციალური პროგრამა  ამოქმედდება, არსებული პროგრამებს ორი ახალი კომპონენტი დაემატება, დანარჩენ სამზე გაგრძელდება კონსულტაციები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად, კომისიის წევრებმა მუნიციპალური სამსახურების - არასამეწამრო არაკომერციული (იურიდიული) პირების და შეზღდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების 2017 წლის პროგრამები და მიმდინარე წლის  პროგრამებში შესატანი შიდა მუხლობრივი ცვლილებები განიხილეს.

მსჯელობის შედეგად კომისიამ მისაღებად მიიჩნია ბიუჯეტის წარმოდგენილი ვარიანტი და მუნიციპალური სამსახურების პროგრამები და მხარი დაუჭირა  საკრებულოს ბიუროზე მათი განხილვის საკითხს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის რიგით ორმოცდამეჩვიდმეტე სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, მამუკა მიუქაუტაძე  უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული სულ ოცდაათი საკითხი განიხილეს.

 

2016-12-21

ნავიგაცია