Image

ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, მერის მოადგილე დავით ლობჟანიძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მამუკა აბაშიძესა და რობიზონ ლომიძესთან ერთად, რუსთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ სამ მრავალშვილიან ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სახლში ეწვივნენ და საჩუქრად სადღესასწაულო ნობათი გადასცეს. რუსთავის მუნიციპალიტეტისგან საახალწლო საჩუქრებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების გარდა, შშმ პირთა დღის ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლისა და მოხუცთა თავშესაფარ ,,ქსენონის’’, სულ 1040 ბენეფიციარი მიიღებს.

2016-12-27

ნავიგაცია