Image

რუსთავში, მე-20 მიკრორაიონის #1 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია უტარდება. სპორტული ობიექტის კეთილმოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილე ნოდარ შეროზია, საკრებულოს წევრები-ელზა ლეკვეიშვილი და უტა ლიპარტია ადგილზე გაეცნენ. ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ, მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე წელს, რუსთავში განხორციელებული პროექტების შესახებ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. მე-20 მიკრორაიონის #1 საცხოვრებელი შენობის მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენის დაზიანებულ ქსელსაც. რუსთავის მუნიციპალიტეტისა და კომპანია „რუსთავის წყალის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, წყალსადენის 100 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მილით შეიცვალა. რუსთავში წელს ჯამში 17 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ქალაქის სხვადასხვა უბანში 17 სპორტული მოედანი და 2 გასართობი კუთხე მოეწყო.

2016-12-27

ნავიგაცია