Image

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, დღეს გაზაფხულისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე რუსთაველი მხატვარი ქალების მიერ შექმნილი ფერწერული ტილოები, თექის კომპოზიციები, პოპ არტი, კერამიკა და სხვა სახის 30-მდე ახალი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, მერის მოადგილეები: დავით ლობჟანიძე, ნოდარ შეროზია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოფენა დაათვალიერეს და მხატვარ ქალბატონებს8 მარტი თაიგულებით მიულოცეს.

გამოფენა რუსთავის მერიის „სახელოვნებო გაერთანებათა ცენტრისა“ და მხატვართა გაერთიანება „გამას“ ორგანიზებით მოეწყო.

 

2017-03-08

ნავიგაცია