Image

ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტი და რუსთავის მერი დავით ჯიქია ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 32-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.

საქართველოდან სესიას თბილისის მერი დავით ნარმანია, მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მერაბ სულაბერიძე და თბილისის და რუსთავის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
ორდღიან სესიაზე განიხილეს და დებატები გამართეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეცენტრალიზაცია ლტოლვილთა წარმატებული ინტეგრაციისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების როლი მიგრაციის საკითხებში, მიუსაფარი მიგრანტი ბავშვების მიღება და მიგრაციული ნაკადები სასაზღვრო რეგიონებში. გაკეთდა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების შედარებითი ანალიზი ქარტიის წევრ ქვეყნებში, კონგრესის წევრებმა მიიღეს რეკომენდაციებიც საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების გზებთან დაკავშირებით. ამავე სესიის ფარგლებში, გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონალური პალატის და კონგრესის ბიუროს შეხვედრები, სადაც კონგრესის კომიტეტის ახალი შენადგენლობა დაამტკიცეს და განიხილეს მომდევნო ორი წლის საბიუჯეტო რესურსი. 2017 წლის კონგრესის 32–ე სესიაზე აღინიშნა ევროპის ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის(ELDW) 10 წლისთავი

2017-03-31

ნავიგაცია