Image

,,რუსთავის ახალგაზრდული ცენტრის’’ ორგანიზებითა და მერიის ხელშეწყობით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა დაუნის სინდრომის შესახებ საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს. ნებისმიერ მსურველს შეეძლო კამპანიის სიმბოლოთი - ფერადი წინდით ფოტოს გადაღება.
21 მარტი - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

2016-03-21

ნავიგაცია