Image

ძლიერმა ქარმა რუსთავი დააზარალა. ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა კოსტავას, მშვიდობის ქუჩებსა და მე-14-ე მიკრო რაიონში ბუნებრივი აირის მილები დააზიანა, ასევე, მოგლიჯა მრავლწლოვანი ხეები ბოსტან ქალაქის, ფიროსმანის, ჭავჭავაძის, ნიკოლაძის, მშვიდობის, პირველი მაისის, კონსტიტუციის, ჯავახიშვილის, მშვიდობისა და შარტავას ქუჩებზე,, მე-7-ე და 21-ე მიკრო რაიონებში. სტიქიამ 60-მდე საცხოვრებელი სახლისა და შენობა- ნაგებობის სახურავი, რუსთავის სტადიონზე კი ტრიბუნის გადახურვა და მწვანე საფარი დააზიანა.
ძლიერმა ქარმა რუსთავში ელექტროგადამცემი სადენებიც დააზიანა, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა. ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფის“ სამსახურის თანამშრომლებმა ქარისგან წაქცეული ხეებისგან ათზე მეტი ქუჩა და ეზო გაასუფთავეს. შექმნილ ვითარებას და სტიქიისგან მიყენებულ ზიანს მთელი დღის განმავლობაში ადგილზე სწავლობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები. 

 

2017-04-22

ნავიგაცია