Image

რუსთავის საკრებულოში, საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის სხდომის ფორმატში,  მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი  ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა გაიმართა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, თავმჯდომარის მოადგილეები ნინო ლომიძე და გოჩა შავაძე, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ასევე, პარლამენტში  რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე დაესწრნენ.

2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში რუსთავის მერიის საფინანსო-სამსახურმა წარადგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტი შეაფასეს და მხარი დაუჭირეს ანგარიშის პროექტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად გატანას. ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმაც.

სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მამუკა მიქაუტაძე უძღვებოდა.

2017-04-24

ნავიგაცია