ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია გაცნობებთ, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 25 მაისის N234 ბრძანებით გამოცხადდა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. ვაკანსიები განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე – www.hr.gov.ge.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან: განცხადების გადარჩევა,  გასაუბრება. კონკურსის გასაუბრების ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;

 

2017-05-25

ნავიგაცია