Image

რუსთავში, გმირთა მემორიალის წინ არსებულ მწვანე ზოლში, დეკორატიული, მინათების სისტემა ეწყობა. სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც რუსთავის მერიის ა(ა)იპ „უზრუნველყოფა“ ასრულებს, ტერიტორიის ორივე მხარეს.  მძლავრი შუქდიოდური, 24 ცალი ეკოსანათი დამონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაოები დღეს ადგილზე დაათვალიერა “უზრუნველყოფის“ დირექტორმა ზაზა კუპატაძემ. ზაზა კუპატაძის განცხადებით, გმირთა მემორიალის მიმდებარე გაზონებზე მინათების მოწყობა დღეს დასრულდება. მისივე ინფორმაციით, სამსახური ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე, ახალი სანათების მონტაჟის როგორც გეგმიურ, ისე მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე სამუშაოებს, ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებს.

2017-06-02

ნავიგაცია