Image

რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებულმა, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითმა სათათბირო-საკონსულტაციო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

სხდომაზე, რომელსაც ქალაქის მერი, დავით ჯიქია ხელმძღვანელობდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობზე, ორმოცდაცამეტი მოქალაქის განცხადება განიხილეს.

სათათბირო ორგანომ დეტალურად გაირა ქალაქის მერის სახელზე შემოსული განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია, იმსჯელა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურების შესაძლებლობაზე და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით, პროგრამის კრიტერიუმის გათვალისწინებით მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო კომისიის სხდომაში მონაწილეობას, მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, იურისტები და საკრებულოს წევრები იღებდნენ.

2017-06-19

ნავიგაცია