Image

რუსთავის საკრებულოში, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომის ფორმატში, „რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანებისა“ და საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ ხელმძღვანელების მოსმენა გაიმართა.

ბაგა–ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ეკა ხუციშვილმა კომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის“ მიერ, ქალაქის საბავშვო ბაღებში არსებული სანიტარულ – ჰიგიენური ვითარების შესწავლის მიზნით ჩატარებული მონიტორინგის შედეგების შესახებ. როგორც მან განაცხადა, შემოწმების შედეგად, მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა და არსებული სანიტარულ – ჰიგიენური მდგომარეობა დადებითად შეფასდა. ეკა ხუციშვილმა ბავშვთა ჩარიცხვის პროცესსა და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდეციებზეც გაამახვილა ყურადღება, ასევე, ვრცლად ისაუბრა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში  განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად გასატარებელ ღონისძიებებზე.

კომისიამ მოუსმინა საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" დირექტორსაც, რომელმაც კლუბში არსებული ვითარება მიმოიხილა და კომისიას პრობლემური საკითხები გააცნო.

რიგით მეორმოცე სხდომას, რომელსაც კომისიის თამჯდომარე ელზა ლეკვეიშვილი უძღვებოდა, კომისიის წევრებთან ერთად, რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე  დაესწრო.

2017-06-30

ნავიგაცია