კონკურსი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული  პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად 14.07.2017წ 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული  პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.

 პროფესიული თეატრების შესახებსაქართველოს კანონის თანახმად:

სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ოპერისა და ბალეტის თეატრშიპროფესიით დირიჟორი ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაშისახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.

სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი; პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე; უზრუნველყოფს დირიჟორის (დირიჟორების) და რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით; უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ დირიჟორს, მთავარ ბალეტმაისტერს, მთავარ ქორმაისტერს, მთავარ მხატვარს; ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს თეატრის დირექტორის კანდიდატურას; თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს.

კანდიდატთა წარდგენის წესი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფიზიკურ პირს, რომლის მონაცემებიც შეესაბამება კონკურსის პირობების მოთხოვნებს.

 კონკურსში მონაწილეობისათვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • განცხადება მერის  სახელზე;
  • კანდიდატის მიერ შედგენილი თეატრის განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო პროგრამა და სამუშაო გეგმა, ასევე უნდა მოიცავდეს ხედვას თეატრის დებულებასა და სტრუქტურაზე.
  • კანდიდატის ვრცელი შემოქმედებითი CV, განხორციელებული დადგმების ჩამონათვალი, ამონარიდები რეცენზიებიდან;
  • კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან პასპორტის ასლი;
  • კანდიდატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • კანდიდატის ფოტოსურათი;
  • საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ბეჭდურ და ელექტრონულ ფორმატში თითო-თითო ეგზემპლარად. 

 გადაწყვეტილების მიღების წესი:

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე  კანდიდატურების შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“–ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე;  საბჭოს წევრებს არა აქვთ კანდიდატთა წარდგენის და საინიციატივო ჯგუფებში მონაწილეობის უფლება.

 დოკუმენტაციის მიღების ვადები

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2017 წლის 14 ივლისიდან 2017 წლის ივლისის 27 ივლისის 18.00 სთ-მდე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზირი N20, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.

ტელ: 22 80 03

იხილეთ  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე  კანდიდატურების შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულება (დანართი 1).

იხილეთ   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე  კანდიდატურების შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს შემადგენლობა (დანართი 2) .

2017-07-14

ნავიგაცია